პალესტინის გადაწყვეტილებას გაეროს წევრი სახელმწიფოს სტატუსის მიღების შესახებ აშშ-სა და რუსეთის შეშფოთებას იწვევს.
აღნიშნული საკითხი ორი ქვეყნის საგრეო უწყების ხელმძღვანელთა - ჰილარი კლინტონისა და სერგეი ლავროვის საუბრის მთავრი თემა იყო.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აშშ-ს ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრისას, ლავროვმა და კლინტონმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარების რიგი საკითხები. მათ შორის პალესტინის გადაწყვეტილება გაეროს წევრი სახელმწიფოს სტატუსის მიღების შესახებ. აღნიშნულის მიზნით ნიუ-იორკში გაიმართება ახლო აღმოსავლეთის პრობლემის დარეგულირების საერტაშორისო შუამავლების-"ოთხეულის" შეხვედრა.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა, მხოლოდ ისრაელთან მოლაპარაკებების გზით.