უკრაინელი ტურისტი ყაზბეგზე ასვლისას დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იულია სტარჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, ჩრდილოეთ ოსეთის სამძებრო სამაშველო რაზმში შევიდა შეტყობინება, მობილური ტელეფონის სმს-ის საშუალებით, ხარკოვის ტურისტული ჯგუფის ერთ-ერთი წევრისგან. ჯგუფი ყაზბეგზე ლაშქრობაში ღებულობდა მონაწილეობას.
"დაიღუპა ჯგუფის ხელმძღვანელი იგორ ლოგვინენკო. ვიმყოფებით 4200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგის მთის სპარტაკის პლატოზე. დაღუპულის ახლობლებთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ"- ასეთი სახის სმს-ს შეტყობინება შევიდა სამძებრო-სამაშველო რაზმში.
იულია სტარჩენკოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა სამაშველო ჯგუფი, რომელიც ერთ დღიანი აკლიმატიზაციის შემდეგ ყაზბეგის მთაზე ასვლას დაიწყებს.