ზურაბ ნოღაიდელის პარტიასა და პარტია "ედიანაია როსიას" შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება.
შეთანხმება შეეხება ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რომელიც პარტია "სამართლიანი საქართველოსათვის" ლიდერმა გამგზავრებისას, რუსულ პოლიტიკურ წრეებთან მოლაპარაკებისას ერთ-ერთ მთავად საკითხად დააახელა.
ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა. მიზეზად კი ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქება დაასახელა.
"მე მქონდა შეხვედრები ჯერ ბატონ გრიზლოვთან "ედიანაია როსიას" შტაბ-ბინაში სადაც ჩვენ ვისაუბრეთ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" და "ედინაია როსიას" შორის თანამრომლობაზე და ჩვენ მალე შესაბამის შეთანხმებასაც გავაფორმებთ. ეს დაახლოებით 2-3 თვეში მოხდება. გავაგრძელებთ პარტიებს შორის თანამშრომლობას იმიათვის, რომ საქართველოსადა რუსეთს შორის ურთიერთობები აღვადგინოთ", _ განაცხადა ნოღაიდელმა და დასძინა, რომ "საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ამ ეტაპზე წარუმატებლად დასრულდა ჯერ კიდევ წინა ვიზიტის დროს და ამის განმაპირობებელი ფაქტორი ქუთაისში გმირთა მემორიალის დანგრევა გახდა".