მონაკოს პრინცი, ალბერტ მეორე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" თანამედროვე ვერსიას დაესწრება.
მონაკოს პრინცის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის მასპინძელი საქართველოში პრეზიდენტის ადმინისტრაციაა. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ დოლიძის საოპერო და არჩილ კერესელიძის კინო მუსიკის ახალი ჟღერადობის ავტორი ნიკა მემანიშვილია.
დეკორაციებისა და კოსტუმების ავტორი ვენეციის ბიენალეს 2011 წლის წარმდგენი თამარ კვესიტაძე, ხოლო დამდგმელი რეჟისორი დავით დოიაშვილია.
ქეთოს პარტიას ასრულებს სოფო ნიჟარაძე, კოტეს პარტიის კი ბათუმელი მომღერალი ნიკა ბერიძე.