მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე 2010 წელს ზამთრის ოლიმპიადაზე გარდაცვლი, ქართველი ახალგაზრდა მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ალბერტ მეორე პირადად იცნობდა ნოდარს და ზამთრის ოლიმპიადაზე სწორედ მას გულშემატკივრობდა.
ცნობისთვის, სპორტის გულშემატკივარი ალბერტ მეორე 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის წარმომადგენლების ოფისსაც გახნის.
"მონაკო ძალიან გვეხმარებოდა ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებაში და ბუნებრივია, მისი ვიზიტი საქართველოში, მადლიერების ერთ-ერთი გამოხატვის საშუალებაა", - ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.
მონაკოს პრინცი საქართველოს სამთო-სათხილამურო პოტენციალის დეტალურად შესასწავლად სხვადასვხა კურორტსაც ესტუმრება. მესტიაში ალბერტ მეორე სათხილამურო ტრასის და თოვლის ხარისხს შეამოწმებს.