აშშ-ში, ნევადას შტატშის ქალაქ რინოში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის - ავიაგამანადგურებელ R-15-ის ჩამოვარდნის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და 75-მდე დაშავდა. 25 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ავიაშოუს დროს მოხდა. სავარაუდოდ, პოლოტმა ვერ შესძლო თვითმფრინავის დამორჩილება და უმაღლესი პოლოტაჟის ერთ-ერთი ფიგურის შესრულებისას თვითმფრინავი მთავარი ტრიბუნიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა.
თვითმხილვლეთა განცხადებით, თვითმფრინავი მიწას ვერტიკალურ მდგომარეობაში შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი რომელიც თვითმფრინავს მართავდა გამოცდილი პილოტი იყო.