ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პასკალ ლამი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებს პროცესი, შესაძლოა, 2011 წლის ბოლომდე დასრულდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ავრცელებს.
"ალბათობა იმისა, რომ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ამ დროისთვის სერიოზულია", _ განაცხადა პასკალმა ევროპულ-ამერიკულ პრესკლუბთან შეხვედრისას.