დღეს 25 დეკემბერს სასტუმრო "ბეტში" პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები, ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრაიმერის დებულების პრეზენტაციას გამართავენ.
დღესვე დაგეგმილია საორგანიზაციო ჯგუფის არჩევა, სადაც ამ ეტაპზე მხოლოდ "ხალხის პარტია", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" და "კონსერვატიული პარტია" იქნებიან წარმოდგენილი.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, მათ პრაიმერის ინიციატორი პარტიების მხრიდან პრაიმერში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოსაფიქრებლად ერთი თვე ეძლევათ.