დღეს დილით ბათუმის პორტში რიგით მეშვიდე საკრუიზო გემი შევიდა. ჰოლანდიური ხომალდი "Ocean Majesty" საქართველოში პირველად იმყოფება. ბორტზე 476 ტურისტი და 229 ეკიპაჟის წევრია. სტუმრებს ნავმისადგომზე ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს, შემდეგ კი მათთვის ფოლკლორული კონცერტიც გაიმართა.
ტურისტები ბათუმში ერთი დღით იმყოფებიან. ისინი დაათვალიერებენ ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებს, ასევე ეწვევიან მაღალმთიან აჭარას.
საკრუიზო ხომალდი ბათუმს დღესვე დატოვებს და გეზს იალტისაკენ აიღებს.