ავსტრალიაში ქიმიური ქარხანა იწვის. ცეცხლი კამბერას ქარხანას გვიან ღამით გაუჩნდა და რამდენიმე საათში კომლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.
დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ტოქსიკური მოწამვლის საფრთხის გამო ქარხნის მიმდებარე კვარტლებიდან ხალხის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ჯერ ჯერობით ვერ ახერხებენ.