პირველად ისტორიაში, დანიის პრემიერ-მინისტრი ქალი ხდება. დანიის ახალი პრემიერი, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ხელე ტრინინგ შმიდტი იქნება.
დანიაში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა და კანონმდებლობის მიხედვით, სწორედ ამ პარტიის ლიდერი იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.