ბრაზილიაში, მეგაპოლის სან-პაულოს მახლობლად, ერთმანეთს 300 ავტომობილი შეეჯახა. გამოცემა, Ultimo Segundo-ს ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი ცუდი ამინდი და შეზღუდული ხილვადობა იყო.
ავარია მოხდა შემდეგნაირად: სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, რომელსაც ქიმური ნივთიერები გადაქონდა, საჭე ვერ დაიმარჩილა და მეორე ზოლზე გადავიდა, სადაც ის რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
რთული რელიეფის გამო სხვა ავტომობილებმა, დამუხრუჭება ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ ავარის შედეგად 300 ავტომობილი დაზარალდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 220 ავტომობილმა სერიოზული დაზიანება, ხოლო 80 ავტომობილმა მსუბუქი.
ავარიის შედეგად, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.