იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის უხეში გამონათქვამები შესაძლოა გერმანიასა და იტალიას შორის დიპლომატიური დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
იტალიურმა გაზეთმა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უხერხული და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ბერლუსკონი რომელიმე ქვეყნის ლიდერს არადიპლომატიური ტერმინოლოგიით მოიხსენიებს.
სამი წლის წინ მან აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას "გარუჯული" უწოდა.