გვიან ღამით, აღმაშენებლის 127 ნომერში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 10 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. დამწვარია 500 კვ.მ ფართობი.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდა საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური. ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება ერთ საათში მოხერხდა.
შენობის რესტავრირება "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროექტის ფარგლებში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, მისი ოდენობა ნახევარი მილიონი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები