დირიჟორი მიხაილ არკადიევი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. "ინტეფაქსის" ცნობით, არკადიევი უარყოფს ინფორმაციას, რომელიც თავადვე გააჟღერა ინტერვიუში და რომლის მიხედვითაც, მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მფარველობის თხოვნით.
როგორც არკადიევმა რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, მას არ მიუმართავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, მოქალაქეობის თხოვნით, ქართული პასპორტი კი მას, უბრალოდ, აჩუქეს.
"ეს არის საჩუქარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა მან და დასძინა, რომ მზადაა დარჩეს საქართველოში, თუკი შესაფერის სამსახურს შესთავაზებენ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას კი არ აპირებს.