ჰონგ-კონგში პროექტი "გრიგალის საწინააღმდეგო სახლი", რომელიც სტიქიის პირველ ნიშანზე მიწის ქვეშ იმალება.
ამ ფუტურისტულ დიზაინის არქიტექტორები (10 Design) შთაგონებული იყვნენ ბუნების შემოქმედებით - ყვავილებით, რომლებიც მიწიდან იზრდება და კუმ, რომელიც საფრთხის დადგომისას ბაკანში იმალება.
როგორც compulenta.ru იუწყება, ანტიტორნადული საცხოვრებელი თავისი სტრუქტურით მართლა ჰგავს ყვავილს: საცხოვრებელი ნაწილი ("კოკორი") მდებარეობს ზედაპირზე, დამხმარე სადგომი, ფესვების მსგავსად მცირე სიღრმეში იმალება, ერთმანეთთან მათ ჰიდრავლიკური მექანიზით "ღერო" აკავშირებთ, რომელსაც შეუძლია გარე ნაწილი მიწის ქვეშ ჩაუშვას. ამის შემდეგ ნებისმიერი ძალის გრიგალი საშიში აღარ არის: მის მოსვლამდე დასახლებული ადგილის ნაცვლად, ცარიელი მოედანი რჩება.
ჩვეულებრივ დროს "ღერო" მზის მიმართულებით, სახლის მოსაბრუნებლად გამოიყენება. იგი ენერგიას აძლევს ფოტოელექტრონულ პანელებს. დიზაინერები ასევე სწავლობენ ფოტოკატალიტიკური დაფარვისა და ნახშირბადის ნანომილების გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც გაიწოვს დაბინძურებულ და ტოქსიკურ ნივთიერებებს, ასევე ნახშირორჟანგს. ამინდს სენსორული სისტემა დააკვირდება.
ამოცანა ადვილდება, თუ ასეთი სახლების რამდენიმე კომპლექსი და თუნდაც მთელი დასახლებული პუნქტები აშენდება.
ამჟამად, 10 Design თანამშრომლობს აშშ-სა და აფრიკის გემთმშენებელთა ჯგუფთან, რათა ამ ორიგინალური იდეის ნახაზები და ესკიზები სრულფასოვან სახლად იქცეს.