ფარნავაზ მეფის პერიოდით დათარიღებული ნასახლარი მარნეულში აღმოაჩინეს. ნაპოვნია ის დასახლებაც, სადაც შესაძლოა II-III საუკუნის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობდა.
მრავალფენიანი ნამოსახლარი ელინისტური ხანის ძვ.წ.აღ. მესამე საუკუნიდან მოყოლებული გვიანი ანტიკური და შუასაუკუნეების არქიტექტურულ ობიექტებს მოიცავს.
ნაპოვნი დასახლება მარნეულის ტერიტორიაზე 25 ჰექტარზეა გათავსებული.
შეგახსენებთ, რომ უნიკალურ სიძველეებs სარემონტო სამუშაოს დროს, არქეოლოგებმა ორი თვის წინ მიაგნეს.