საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ლიბიაში ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ნაციონალურ გარდამავალ საბჭოსთან მოლაპარაკებებს ჩაატარებენ. ვიზიტის პროგრამაშია ასევე ქვეყნის დედაქალაქში - ტრიპოლში ჩასვლა, რომელიც ამბოხებულთა ხელში სამი კვირის წინ გადავიდა. ამის შემდეგ ლიდერები ქალაქ ბენღაზში აპირებენ გამგზავრებას სადავ ამჟამად საბჭოს ხელმძღვანელობა იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ სარკოზი და კემერონი ლიბიის დაბომბვის მომხრეები იყვნენ. მათი ქვეყნის შეიარაღებული ძალები აქტიურად უჭერდნენ მხარს დიქტატორ მუამარ კადაფის წინააღმდეგ ბრძოლას.
მასალის გამოყენების პირობები