ლიტვა, ბელორუსი და ჩინეთი სატრანსპორტო კორიდორის აღმოსავლეთ-დასავლეთის განვითარების ფარგლებში ითანამშრომლებენ. სამმხრივ დეკლარაციას ხელი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებმა მოაწერეს.
ლიტვის ტრანსპორტის მინისტრიე განცხადებით, აღნიშნუილ გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ქვეყნების ეკონომიკური ზრდისთვის, სავაჭრო კავშირების გასაძლიერებლად.
"ჩვენ მოუწოდებთ ყველა მეზობელ ქვეყანას შემოგვერთდეს. ასევე სხვა სატრანზიტო ქვეყნებს შემოუერთდდნენ აღმოსავლეთ დასავლეთის სატრანსპორტო კოროდორის ინიციატივას", - განაცხადა ლიტვის ტრანსპორტის მინისტრმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ხელმოწრილ დეკლარაციაში საუბარია ევროპა-აზიის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სახმელეთ ტრანპსორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ურთიერთმისაღები სატრანპოსრტო პოლიტიკის ფორმირებაზე, რომელიც დაეფუძნება გამჭვირვალეობის პრინციპებს და ურთიერთსარგებლიანობას.