ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "მანაგინგ ინტერნაციონალ ენტერპრეისეს" გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება .
ღონისძიებას ორი უმაღლესი სასწავლებლის რექტორები ალექსანდრე კვიტაშვილი და კლაუს დიკე დაესწრებიან.
ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის პირველი სასწავლო წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება. ლექცია-სემინარები ე.წ. თეამ თეაცჰინგ-ის პრინციპით ჩატარდება.
სტუდენტებს ლექციებს ქართველი და გერმანელი პროფესორები წაუკითხავენ. სწავლების მეორე წელს სტუდენტები გერმანიაში იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში გაივლიან.
სწავლების პერიოდში სტუდენტები ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკური ინფორმატიკის, საერთაშორისო საწარმოთა მართვის, ინტერკულტურული ეკონომიკური კომუნიკაციის თეორიებს შეისწავლიან, ამასთან დაეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს მიენიჭება ორმაგი ხარისხი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან - Master of Business Administration MBA, ხოლო იენის უნივერსიტეტის მხრიდან -Master of Science, M.Sc. პროგრამა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით ხორციელდება.