ბრიტანელმა მეცნიერებმა ლესტერის უნივერსიტეტიდან გადამოწმეს ერთი დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული მითი მეორე ტიპის დიაბეტის შესახებ, თითქოს მისი რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ ტკბილის ნაცვლად ბოსტნეულს მივიღებთ.
მათ გააანალიზეს 220 ათას მოზარდილთა შორის ჩატარებული 6 კვლევის შედეგი. მეცნიერებს, განსაკუთრებით აინტერესებდათ რაციონსი ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება.
გაირკვა, რომ განსაკუთრებულ პოზიტიურ როლს, რომლებიც მართლაც ახდენენ გავლენას ინსულინის ათვისებაში, სამი ბოსტნეული ასრულებს: ეს ისპანახი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტოა.
დღეში სულ რაღაც 100 გრამი ახალი ისპანახის სალათი ან 200 გრამი მოხარშული ან შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი 14% -ით ამცირებს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ამ ავადმყოფობისადმი მიდრეკილ ადამიანებში (ითვალისწინებდნენ გენეტიკურ ფაქტორებს, ენდოკრინული სისტემების მდგომარეობას, ზედმეტ წონას).
ბიოქიმიკოსების აზრით, საქმე ისაა,რომ ამ ბოსტნეულებში მაღალია ანტიოქსიდანტებისა და მაგნიუმის კონცენტრაცია, რაც ხელს უწყობს ინსულინის შეწოვას.