აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს რუსეთში ახალი ელჩის პოსტზე საკუთარი თანაშემწის მაიკლ მაკფოლის კანდიდატურა წარუდგინა.
მაკფოლი თანამდებობაზე ჯონ ბეიერლის შეცვლის.
იმის გამო, რომ კონგრესში თანამდებობზე დანიშვნის პროცედურა ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება, ახალი ელჩის დანიშვნამდე ბეიერლი ფორმალურად შეასრულებს ელჩის მოვალეობას.
თეთრ სახლთან დაახლოებული პირების განცხადებით, რუსეთში აშშ-ს საელჩო "მნიშვნელოვან საელჩოდ" მიიჩნევა და თეთრ სახლს არ სურს ის ხელმძღვანელის გარეშე დარჩეს.
ამ დროისთვის უცნობია თუ რა თანამდებობაზე დაინიშნება ბეიერლი.