ხვალ, 15 სექტემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ლიბიაში შასვლას გეგმავენ. ამის შესახებ იტყობინება "ფრანსპრესი" ინფორიმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
პრეზიდენტის პრესსამსახური ვალერი პეკრესი აცხადებს, რომ სარკოზის ლიბიაში ვიზიტის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. "ფრანსპრესის" ინფორმაციით, კი 160 ფრანგი პოლიციელი ტრიპოლიში უკვე ჩავიდა სარკოზის დაცვისათვის უსაფრთხოების ზომების მისაღებად.