სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან 15 სექტემბერს წმინდა მთავარანგელოზის მამათა მონასტერი გაიხსნება.
"შემთხვევითი არ არის, რომ მონასტერი შენდება - ეს იქნება საქართველოს დაცვა", - ბრძანა პატრიარქმა დღეს, საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას.
პირველ წირვას მონასტერში თავად პატრიარქი აღავლენს.
ილია მეორე მოუწოდებს მრევლს, "ვისაც საშუალება აქვს", მონასტერში თითო ტომარა ფქვილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ერთი ბოთლი ზეთი წაიღონ. პატრიარქი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მონასტრისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.