ანგოლაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 30 კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "EFE" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა თვითმფრინავის აფრენიდან მალევე მოხდა. მისი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. თვითმფრინავის ბორტზე სულ 36 კაცი იმყოფებოდა. 6 მათგანი გადარჩა. გარდაცვლილთა შორისაა სამი ანგოლელი გენერალი და სამი პოლკოვნიკი.