უმისამართოდ გასროლილმა აგურმა 4 წლის ბავშვი დააშავა. 18 წლის კანე რიჩარდსონმა საკუთარი სახლიდან აგური ისროლა, რაც ეზოში მყოფ პატარა ჯესი ლოუს თავში მოხვდა და დაამახინჯა.
სასამართლომ კანეს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოტანილ განაჩენს რიჩარდსონის დედა არ დაეთანხმა და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
"ჩემი შვილი ცხოველი არ არის, მან არ იცოდა, რომ აგურის სროლით ვინმეს დააშავებდა", - განაცხადა ბრალდებულის დედამ სასამართლოში.
სასამართლოში რიჩარდსონმაც მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით შეძრწუნებულია.