დღეს 14.00 საათზე, თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკარტმა წევრმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის თემა დედაქალაქში ჰაერის სისუფთავის ხარისხი იყო.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, თბილისის რამდენიმე რაიონში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა მტვრისა და ნახშირჟანგის გადაჭარბებული რაოდენობა. ამასთან თბილისში ნიადაგში ტყვიის შემცველობა 2-3ჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას. ამის მიზეზი არის საწვავში გოგირდის და ბენზოლის მაღალი შემცველობა, რადგან ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო სწორედ ტრანსპორტის გამონაბოქლვია.
დეპუტატის განცხადებით პრაქტიკულად არ არსებობს სპეციალური ლაბორატორიული ცენტრები, რომელიც საწვავის ხარისხს შეამოწმებს, ეს უკანასკნელი კი მთავარი მიზეზია დაბინძურებული გარემოსი.
ზაზა გაბუნია: "სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ საწვავის ხარისხის შემოწმების მიზნით თბილისის მასშტაბით მინიმუმ 11 ლაბორატორია შეიქმნას. აიკრძალოს დასახლებულ ტერიტორიაზე დიდგაბარიტიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება და მოძველებული ავტო-მანქანებისათვის ხელისუფლებამ შეისყიდოს სპეციალური კონვექტორები, რომელიც უზრუნველყოფს მავნე გამონაბოლქვის ხარისხის მაქიმალურად შემცირებას"
ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შეფასება დიდ ყურადღებას ითხოვს, რადგან რელიეფური პირობები, ალტერნატიული მაგისტარლების არ არსებობა, დასახლებულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მჭიდრო ნაკადები ჰაერის დაბინძურებას განაპირობებენ.
მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება იწვევს გულსისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემის დაავადებას.
ამ ღონისძიებების გატარებას საქართველოს ავალდებულებს მთელი რიგი შეთანხმებები ("ჰაერის დაბინძურების შესახებ"; "ბიოდივერსიულობის შესახებ"; "კიოტოს პროტოკოლი"; "მომწამვლელი ნარჩენების შესახებ"), რომლის თანახმად ატმოსფერული ჰაერი უნდა შეესაბამებოდეს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სტანდარტს.