აზერბაიჯანის მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც 2009 წლის 9 თვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედგებს მიეძღვნა, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შაჰდენიზის გაზის საბადოს მეორე ნაწილის ათვისების დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
"ჩვენ მზად ვართ შეუდგეთ შაჰდენიზის გაზის საბადოს მეორე ნაწილის ათვისებას. ეს ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის ეკონომიკაში 20 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას" - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, ეს არის ძალან კარგი შანსი ქვეყნისთვის.
"20 მილიარდი დოლარი ეს არის ძალიან დიდი თანხა ყველაზე განვითარებული ქვეყნისთვისაც კი" - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნები მზად არიან შეისყიდონ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი.
"აზერბაიჯანი და მისი პარტნიორი მსოფლიოს წამყვანი სანავთობო კომპანიები მზად არიან შეუდგნენ მოპოვებას. კრიზისის პირობებშიც კი ისინი მზად არიან აზერბაიჯანის ეკონომიკაში 20 მილიარდ დოლარამდე ჩადონ", - განაცხადა ალიევმა.
აღნიშნულის მიზეზად, მან ქვეყნისადმი ნდობა დაასახელა და აღნიშნა, რომ "ჩვენმა ურთიერთქმედებამ და თანამშრომლობამ უკვე დიდი გამოცდა გაიარა".