ისრაელის ძალოვან სტრუქტურებში თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიიპ ერდოღანის გუშინდელ აგრესიულ განცხადებებზე კომენტარი გააკეთეს. ისრაელი აცხადებს, რომ ამჟამად ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადებების ანალიზითაა დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული მედია ავრცელებს.
"გასაგებია, რომ ერდოღანი ცდილობს თავისი თავი ჰოსნი მუბარაკის მემკვიდრედ წარმოაჩინოს და მემკვიდრეობად მიიღოს მუსულმანური სამყაროს ლიდერის რეპუტაცია. ჩვენ ჯერ ჯერობით იმის ანალიზს ვახდენთ, თუ რა განაცხადა გუშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის მისამართით. თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თურქეთი - ნატოს წევრი ქვეყანაა და მისი არმია დასავლურ პრინციპებზეა აგებული. ანკარა თოკით ჰყავს დაბმული აშშ-ს, ასე რომ ერდოღანს და მის გუნდს მანევრირებისათვის ფართო არეალი ნამდვილად არ აქვთ", _ აცხადებენ ისრაელის ძალოვან სტრუქტურებში.