უნიკალურმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ შესაძლოა თბილისის დაარსების ისტორია შეცვალოს.
მეტეხის ხიდთან 40 მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის დროს, არქეოლოგებმა უძველეს დედა-ციხის ნაშთებს მიაკვლიეს.
აღმოჩენილია ციხის გალავანი, რომელიც ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდისაა. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე სასახლის უფრო ძველი ფენებიც იპოვეს, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ პერიოდს მოიცავს.
არქეოლოგების განცხადებით, ამ აღმოჩენის შემდეგ შესაძლოა სრულად შეიცვალოს ყველასთვის ნაცნობი ისტორია თბილისის დაარსების შესახებ, რადგან აღმოჩენა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ტერიტორიაზე უფრო ადრე არსებობდა ციხე-ქალაქი.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამავე ტერიტორიაზე აბანოებსაც მიაკვლიეს, რომელის პირველი-მეორე საუკუნის ანტიკური პერიოდით თარიღდება. სპეციალისტები იმ ნივთებსაც სწავლობენ, რომლებიც დედა-ციხის ტერიტორიაზე სამარხების გათხრის დროსა იპოვეს.
არქეოლოგიურ სამუშაოებს საპატრიარქოსა და ეროვნული მუზეუმები ერთობლივად ატარებენ.
სამუშაოებს თბილისის მერია აფინანსებს.