ავღანეთის ხელისუფლებამ ქაბულზე თალიბების იერიშის მოგერიების შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა.
"ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი ლიკვიდირებულია", - იუწყება "ასოშეიტედ პრესსი".
ოპერაციის ბოლო ფაზაში ავღანეთის არმიამ და საერთაშორისო კოალიციის ძალებმა ალყა შემოარტყეს ბოევიკებს, რომლებმაც ქაბულში აშშ-ს საელჩოზე, ნატოს შტაბ-ბინაზე და ავღანეთის დაზვერვის სამსახურის შენობაზე მიიტანეს იერიში.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია 4 პოლიციელი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
აშშ-ს საელჩოს პრეს-ატაშეს განცხადებით, დიპლომატიური მისიიდან არავინ დაზარალებულა.