კომპანია "თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-3" სარემონტო სამუშაოს გამო, 14 სექტემბერს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ამბროლაურის, საირმის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, საბურთალოს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ტელეკომპანია "რუსთავი2", "ავერსის" კლინიკას, სისხლის გადასხმის ინსტიტუტს, ონკოლოგიურ საავადმყოფოს და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სამგორის რაიონის ნაწილსაც. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი 3-ის I მიკრორაიონის მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.