პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება არა მოქმედებების ვარიანტი, არამედ არაბული ქვეყნების ვალდებულებაა. ეს განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიიპ ერდოღანმა ეგვიპტის დედქალაქში არაბული სახელმწიფოების ლიგის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე გააკეთა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ერდოღანმა აქ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ისრაელის ხელისუფლება და განაცხადა, რომ იგი არის წინააღმდეგობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების საქმეში.
ერდოღანის თქმით, ისრაელს ბლოკადაში ჰყავს მოქცეული საკუთარი მოქალაქეები.
აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც კაიროში მიმდინარეობს პალესტინის ავტონომიისთვის დახმარების გაწევის საკითხი განიხილება, რომელიც, თავის მხრივ, გაეროში აპირებს განაცხადის გაკეთებას დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.