ისრაელის გაზეთ "გაარეცის" ინფორმაციით, ყველა ჩარტერული რეისი ისრაელიდან თურქეთში გაუქმებულია. მიზეზი ეკონომიკურია, კერძოდ - მოთხოვნის არარსებობა. ამავე დროს, ავიაკომპანია "Turkish Airlines"-ის რეგულარული რეისები მარშრუტით თელავივი-სტამბული შენარჩუნებულია. ამ რეისებით, როგორც წესი, ის ადამიანები სარგებლობენ, რომელთათვისაც სტამბული გადაჯდომის პუნქტია და სხვა არაფერი.
თურქული ჩარტერების წარმომადგებლები აცხადებენ, რომ მათ რეისების შეწყვეტის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ბილეთებს აღარავინ ყიდულობდა.