კომპანია "თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-3" სარემონტო სამუშაოების გამო 14 სექტემბერს 13 საათიდან 17 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ამბროლაურის, საირმის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, საბურთალოს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე შეეხება: ინფექციურ საავადმყოფოს, ტელეკომპანია "რუსთავი2", "ავერსის" კლინიკას, სისხლის გადასხმის ინსტიტუტს, ონკოლოგიურ საავადმყოფოს და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.