15 სექტემბრიდან მთავრობა გაზრდილი პენსიის დარიგებას იწყებს. როგორც დღეს სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისა და ჯანდაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გაზრდილ პენსიას 670 ათასზე მეტი პენსიონერი მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 15 სექტემბრიდან მინიმალური პენსია იქნება 100 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს პენსიის მოცულობა გაეზრდებათ 10 ლარით, ხოლო რეგიონებში - 20 ლარით.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ თითოეულ პენსიონერს შეუნარჩუნდება ყველა ის სოციალური შეღავათები, რომლითაც ისინი დღემდე სარგებლობდნენ.
გილაური აცხადებს, რომ გაზრდილ პენსიას 370 ათასზე მეტი პენსიონერი და ასევე 24 ათას მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მიიიღებს. პრემიერ- მინისტრის განცხადებით, პენსიის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება გაზაფხულზე მიიღეს და მას შემდეგ ბიუჯეტში დამატებით 35 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდა. გილაური აცხადებს რომ საპენსიო მომსაუხრეობის გასაწევად სოციალურ ბიუჯეტს დამატებით 13 მილიონი ლარი დაემატება.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით კი გაზრდილი პენსიის დარიგება მომსახურე ბანკის - ლიბერთი ბანკის ფილიალებში 15 სექტემბრიდან დაიწყება და როგორც მინისტრი განმარტავს, პენსიის მიღებას სახლში შეძლებენ ის ადამიანებიც, რომლებიც ბანკის ფილიალში მისვლას ვერ მოახერხებენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში პენსია შვიდჯერ გაიზარდა. გილაურის თქმით მაშინ პენსია 14 ლარი იყო, შემდეგ ის 28 ლარამდე, შემდგომ 35 ლარამდე, ხოლო 15 სექტემბრიდან უკვე მინიმალური პენსიის ოდენობა 100 ლარი იქნება.