ერაყის ხელისუფლება ქვეყნის უმსხვილესი ნავთობის საბადო რუმაილას დამუშავების უფლება ბრიტანულ BP და ჩინეთის ნავთობის ეროვნულ კორპორაციას გადასცა.
სწორედ ეს ორი კომპანია გახდა ბასრაში არსებული საბადოს დამუშავების ტენდერში გამარჯვებული, სადაც სპეციალისტების განმარტებით, 17,8 მილიარდი ბარელის მარაგებია.
20 წლიანი კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ გამარჯვებულმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ 15 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია.
სულ საბადოს აქციების 38 პროცენტი BP კუთვნილება იქნება; 37 პროცენტი - ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის, ხოლო დანარჩენი ერაყის ნავთობის სახელმწიფო მარკეტინგული ორგანიზაციის.
პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ კონსორციუმმა უნდა განახორციელოს დღე-ღამეში არანაკლებ ორი მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვება.
რუმაილა ერაყის სამხრეთით არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბადოა, რომლის წარმადობა შეადგენს ქვეყანაში მოპოვებული შავი ოქროს თითქმის ნახევარს 1,1 - 2,4 მილიონი ბარელიდან დღე-ღამეში.
ინვესტორებს გადაწყვეტილი აქვთ, წარმადობა დღე-ღამეში 2,85 მილიონ ბარელამდე გაზარდონ.