ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში. ავტომანქანა ურემს დაეჯახა. ურემზე მჯდომმა 51 წლის მამაკაცმა ქალა ტვინის დახურული ტრავმა მიიღო. დაშავებული საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
„მამაკაცს აღენიშნებოდა ქალა ტვინის დახურული ტრავმა. პაციენტი კონტაქტური კი იყო, მაგრამ არაადექვატური. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ის კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მაია ანუაშვილმა.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა ახლაც მძიმეა.