დღეს, 13 სექტემბერს, თბილისში რაჯა იოგის მასწავლებელი დიდი სანტოში ჩამოვა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს.
სულიერების მსოფლიო უნივერსიტეტის "ბრახმა კუმარისის" სანკტ-პეტერბურგის ფილიალი თბილისში კონფერენცია-სემინარს გამართავს. კონფერენცია-სემინარი 13-14 სექტემბერს (ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი #5, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) და 17-18 სექტემბერს (ყაზბეგის #14ბ. ჯანმრთელობის ცენტრი) გაიმართება.
ლექციებს წაიკითხავს ბიოლოგიის მაგისტრი; ინდოეთის მსოფლიო სულიერების უნივერსიტეტის "ბრახმა კუმარისის" საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი; სანკ-პეტერბურგის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის "ბრახმა კუმარისის" დირექტორი; საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ბალტიისა და დსთ-ის ქვეყნებში;