თელ-ავივის სამედიცინო ცენტრ "იხილოვის" სამშობიარო სახლ "ლისში" 24 წლის წვერებიანი მამაკაცი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხმძიმედაა და ბავშვი უნდა გააჩინოს.
როგორც გაირკვა, ფეხმძიმე "მამაკაცი" ქალად დაიბადა, თუმცა სქესის გადაკეთების შემდეგ ქალის რეპროდუქციული ორგანოები შეინარჩუნა და პარტნიორისგან დაორსულდა.
ექიმებმა პაციენტი გასინჯეს და განუცხადეს, რომ მისი ორსულობა ნორმალურად მიმდინაროებს და მან ორ თვეში უნდა გააჩინოს.
"ორსულმა მამამ" სქესის შეცვლის ოპერაცია აშშ-ში ჩაიტარა.