კენიის დედაქალაქში ნაირობიში ნავთობსადენის აფეთქებისა და მის მიერ გამოწვეული ხანძრის შედეგად 100 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"ჩვენი შეფასებით, დაღუპულთა რაოდენობა 100 აჭარბებს", _ აცხადებს კენიის პოლიციის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, ამჟამად მეხანძრეები აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, ვინაიდან მისი გავრცელების საფრთხე არსებობს.