აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მეცნიერი პოლ სტოქტონი, რომელიც პენტაგონში აშშ-ის უსაფრთხოებას კურირებს, ქმნის გეგმას აპოკალიფსული კატასტროფის შემთხვევისთვის. სტოქტონი ამტკიცებს, რომ ასეთი სახის კატასტროფებს შეუძლიათ სამუდამოდ შეცვალონ მილიონობით ამერიკელის ბედი. ის შესაძლო ვარიანტად განიხილავს "რთულ კატასტროფებს", რომელსაც კასკადის ეფექტი ექნება და რომელიც სოციალურ-პოლიტიკურ სფეროსაც მოიცავს. სტოქტონის მოდელებში ფიგურირებს სტიქიური უბედურებები, რომელსაც შეუძლია ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლოს, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკას და შექმნას ურთულესი ვითარება. ამ "უბედურების" მთავარი დამნაშავე "დედა ბუნება იქნება".
სტოქტონი და სხვა ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ აუცილებლად მოხდება ისეთი სტიქიური უბედურება, რომლის სიძლიერე ქარიშხალ "ატრინზე" ძლიერი იქნება. აღნიშნულის მტკიცებულებად მათ ქარიშხლები მოჰყავთ, რომლებიც გლობალურ დათბობას იწყებენ და ზრდიან მსოფლიო ოკეანის დონეს. იმავდროულად მეცნიერები მოითხოვენ, რომ ქარიშხლების საზომი საფირი-სიმფსონის შკალას ახალი - მეექვსე კატეგორია დაემატოს. მეცნიერები ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს აშშ-ში 10 ძლიერი სტიქიური უბედურება მოხდა, რომელმაც ქვეყანას რამდენიმე მილიარდიანი ზარალი მიაყენა.