საფრანგეთში მარკულის ბირთვული საწვავის გადამამუშვებელ ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
აფეთქება მარკულის ბირთვული საწვავის გადამამუშვებელ ცენტრში მოხდა. აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.
სააგენტო "ფრანს პრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად რადიაციის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ეს განცხადება ატომური ენერგიის კომისარიატის წარმომადგენელმა გააკეთა.
"ამ დროისათვის არავითარი გარე გამოფრქვევა არ მომხდარა", _ განაცხადა კომისარიატის წარმომადგენელმა.