საფრანგეთის მარკულში ბირთვული საწვავის გადამამუშვებელ ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად რადიაციის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ეს განცხადება ატომური ენერგიის კომისარიატის წარმომადგენელმა გააკეთა.
"ამ დროისათვის არავითარი გარე გამოფრქვევა არ მომხდარა", _ განაცხადა კომისარიატის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მარკულის ბირთვული საწვავის გადამამუშვებელ ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ოთხი დაიჭრა. აფეთქება მარკულის ბირთვული საწვავის გადამამუშვებელ ცენტრში მოხდა. აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.
მარკული - საფრანგეთის ბირთვული საწვავის გადამამუშვებელ ცენტრი ერთ-ერთი ცენტრია. საწვავის გადამუშავების ცენტრი კი ქვეყნის სამხრეთით გარის დეპარტამენტში მდინარე რონის ხეობაშია განლაგებული.