საქართველოს პრეზიდენტმა ყვარლის რაიონში ნახევარი ჰექტარი ვენახი იყიდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვენახში 30 ათასი ლარი გადაიხადა.
„სამი თვის წინ კი 600 კვადრატული მეტრის ფართობზე მიხეილ სააკაშვილმა სახლის მშენებლობაც დაიწყო. სტუდენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს და საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ, პრეზიდენტის ვენახის პირველი სტუმრები იყვნენ", - იუწყება „რუსთავი 2".