კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი"უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს და ახალი წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა 1 ლარამდე იზრდება.
გავრცელებული ინფორმაცია სამარშრუტო ტაქსების გაძვირებასთან დაკავშირებით, რომ მგზავრობის საფასური ახალი წლიდან 1 ლარი გახდება არის სრულიად უსაფუძვლვლო მიუხედავად იმისა, რომ სამარშრუტო ტაქსებზე ფასების განსაზღვრა კომპანიის პრეროგატივაა ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს"- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი" აცხადებს, რომ მგზავრობის ღირებულება ახალი წლიდან 80 თეთრს არ აღემატება.
"ასევე ღირებულება უცვლელი დარჩება იმ მარშრუტებზე, რომლებზეც მგზავრობის საფასური 40, 50 და 60 თეთრია"- ნათქვამია კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.