დღეს, 12 სექტემბერს, მთაწმინდის პარკი მეგობრობის დღეს აღნიშნავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "მთაწმინდის პარკიდან" აცნობეს, მეგობრობის დღესთან დაკავშირებით პატარებს ატრაქციონებით გართობა 30%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.
გარდა ამისა, პარკის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ზღაპრის გმირი და ჯამბაზები გაართობენ. პარკის ნებისმიერ ვიზიტორს - სიმბოლური სამაჯური, მეგობრული სურვილების დასაწერად კი - ბარათები გადაეცემა.
ღონისძიების ფარგლებში მთაწმინდის პარკის ამფითეატრში წარმოდგენა, ხატვის კონკურსი, "ბზიკები სტუდიოს" საბავშვო კონცერტი, "ალილოს" კონცერტი და მხიარული გათამაშებაც გაიმართება.