ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესასთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია 25 მგზავრი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
ლანჩხუთის მახლობლად, სოფელ ლესასთან ერთმანეთსს ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი წუხელ შეეჯახნენ.
ავარიის დროს დაზიანდა ავტობუსიც, რომელიც ერევნიდან თურქეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
დაშავებულები თბილისის, ქუთაისის, ლანჩხუთისა და ფოთის საავადმყოფოში რეანომობილებით გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციიით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის წესების დარღვევა სახელდება.