ტერორისტი თვითმკვლელის მიერ ავღანეთში ნატოს სამხედრო საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად აშშ-ის 50 ჯარისკაცი დაიჭრა. ამის შესახებ აშშ ჯარების პრეს-სამსახურის უფროსმა დევიდ ისტერბნმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ჯარისკაცები იმ 89 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ავღანეთის პროვინცია ვადრაკში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაშავდნენ. 39 ადამიანის ვინაობის დადგენა ჯერ-ჯერობით დასრულებული არაა.
"ბი-ბი-სის" ინფორაციით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. თალიბანის მიერ ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ფაქტი აშშ-ის მიერ გამოყენებულ იქნა როგორც ავღანეთში შეჭრის საბაბი, რასაც თალიბანის ხელისუფლების დამხობა მოყვა.