აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა ეგვიპტეს "შეასრულოს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულება" და დაიცვას ისრაელის დიმლომატიური მისია დემონსტრანტების ძალადობისგან.
ასევე, ობამამ ეგვიპტის ხელისუფლებას რეფორმების გააქტიურებისა და სამოქალაქო პირების სამხედრო დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა..
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი მუშაობს ქაიროში ისრაელის საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებული შტურმის შედეგად მომხდარი ვითარების განმუხტვაზე.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ძალადობის ესკალაციის გარეშე ვითარების დასარეგულირებლად.